14 დეკემბერს მე-18 ტრადიციული ბიზნეს-რეიტინგი გაიმართება

14 დეკემბერს, 20:30 საათზე, თბილისი „გარდენ ჰოლში“, მედია ჰოლდინგ “Georgian Times”-ისა და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია “GORBI”-ს ორგანიზებით, 2016 – 2017 წლების ყველაზე წარმატებული კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიების ოქროს სპონსორია” სოკარ ენერჯი ჯორჯია“ გენერალური სპონსორი „ზარაფხანა“. რეიტინგის ფარგლებში, უკვე გამოვლინდა 2016 – 2017 წლის საქართველოს 30 საუკეთესო კომპანია/ბიზნესმენი.

1. „ავერსი“ -პაატა კურტანიძე, 2. „ბაზისბანკი“ -დავით ცაავა, 3. „გაა ჰოლდინგი“- გია ალიხანაშვილი,  4. „გალფი“ -გიორგი დევაძე, 5. „გეოპლანტი/გურიელი“ – მიხეილ ჭკუასელი, 6. „ჯეოპროდაქტსი“ – დავით ბარდაველიძე, 7. „გიუაანი“ – გიორგი სურგულაძე, 8. „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ – ზაალ დუგლაძე, 9. „ენ სი სი“ – გეგი ქელბაქიანი, 10. „ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი“ -ბადრი წილოსანი, 11. „ვენდი“ -კოტე ქარსილიდი, 12. „ზარაფხანა“ – ქეთევან გოგნაძე, 13. „კავკასიის ავტოიმპორტი“ – ლევან სურგულაძე, 14.“ კულა“ – ივანე გოგლიძე, 15. „MG „-ზურაბ კიკნაძე, 16. „მტკვარი ენერჯი“ -მალხაზ იასეშვილი, 17.“ ნეოგაზი“-ზურაბ გოზალიშვილი, 18. „ნიკორა სუპერმარკეტი“ -დავით ურუშაძე, 19. „ნიუთაიმი“ – მალხაზ ბერიძე, 20. „ომეგა ჯგუფი“ – ზაზა ოქუაშვილი, 21. „ორბი ბათუმი“ – ირაკლი კვერღელიძე, 22. „პსპ“ე – გოჩა გოგილაშვილი, 23. „საქნახშირი GIG“ – ჯამბულ ჯაყელი, 24. „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ – მალხაზ იასეშვილი, 25. „საქართველის ინდუსტრიული ჯგუფი“ – ზურაბ გელენიძე, 26. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“- ლევან გიორგაძე, 27.“სოკარ ჯორჯია გაზი“ – აზერ მამადოვი, 28. „ქართული ლუდის კომპანია/ზედაზენი“ – კახაბერ კოტრიკაძე, 29. „შუხმან ვაინს ჯორჯია“ – ნუცა აბრამიშვილი, 30. „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ – დავით გიორგობიანი.
აღნიშნული კომპანიებიდან, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს, გრან-პრის მფლობელს, ტრადიციისამებრ, ღონისძიების დღეს, კენჭისყრის საფუძველზე, თავად ბიზნესმენები დაასახელებენ. ბიზნეს-რეიტინგის ღონისძიების ფარგლებში, წელს უკვე მეორედ გაიმართება და კვლავაც დაჯილდოვდებიან წლის საუკეთესო ინვესტორები და გადაეცემათ გარდამავალი ჯილდო. საუკეთესოთა შორის საუკეთესოს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. Investment Award – ის მიზანია წარმოაჩინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ინვესტორებს, საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც უკვე განხორციელდა, ან მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა. გასული წლის საუკეთესო ინვესტორად დასახელდა „ომეგა ჯგუფი“ და ზაზა ოქუაშვილი. წლის საუკეთესო ინვესტორებია 1. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, 2. „დრიმლენდ ოაზისი’“ 3. „ლისი დეველოპმენტი“, 4. „ჯეოსთილი“ 5. „ჯეოპარსი“.
საუკეთესოთა შორის საუკეთესი ინვესტორს ღონისძიების დღეს კომპეტენტური ჟიური დაასახელებს. პარტნიორები არიან: 1. „ენ ქირონ პლიუსი“,  2. შავი ზღვის უნივერსიტეტი, 3. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავლპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო, 4. ლე გარაჟ გრუფი „.
მედია ჰოლდინგი „Georgian Times“ და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI, რომელიც ბიზნეს-რეიტინგს 1995 წლიდან ატარებს. პროექტის მხარდამჭერები არიან: • ქალაქ თბილისის მერია • ეკონომიკის სამინისტრო • სოფლის მეურნეობის სამინიტრო • ფინანსთა სამინისტრო • ინფრასტრუქტურის სამინისტრო • GCCI • ICC ჯორჯია • თანაინვესტირების ფონდი • საპარტნიორო ფონდი პროექტის პარტნიორები არიან: • საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა • საერთაშორისო სავაჭრო სამრეწველო პლატა • საპარტნიორო ფონდი • თანაინვესტირების ფონდი.
მედია პარტნიორები აიან: 1. საზოგადოებრივი მაუწყებელი 2.“ იმედი“, 3. „იბერია“ 4. „ტვ პირველი“, 5. „პალიტრა ნიუსი“, 6.“ საფერავი“ TV, 7. „რაგბი ტვ“, 8. „ობიექტივი“,  9. „სტარვიზია“, 10. „ბანკები და ფინანსები“, 11. „მუზიკბოქსი“, 12. „ფორტუნა“, 13. „ავტორადიო“, 14. „თბილისელები“, 15. „ჯორჯიან თაიმსი“, 16. „ჯორჯია თუდეი“, 17.“ კავკასიან ბიზნეს ვიკი“, 18. „რეზონანასი“, 19. „პრაიმთაიმი“, 20. „ქართული სიტყვა“, 21.“ სვობოდნაია გრუზია“, 22. „ბიზნეს მედია“, 23. „ვერსია“, 24. „ქართული აზრი“, 25. Geotimes.ge, 26. Award.com.ge, 27. Kvira.ge, 28. Georgianpress.ge, 29. For.ge, 30. Liderinfo.ge, 31. NewsDay.ge, 32. Reportiori.ge, 33. Economic.ge, 34. Metronome.ge, 35. Timer.ge, 36. Fact2.ge.
პროექტის მიზანია: ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა და რაც მთავარია, ქართული ბიზნესის მიმართ, მსოფლიო ბიზნეს-საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. ბიზნეს-რეიტინგის წვლილს არა მხოლოდ საქმიანი, არამედ პოლიტიკური სამყაროც აღიარებს. ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები, ტრადიციისამებრ, სამკერდე „ოქროს ჯვრით“ დაჯილდოვდებიან, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს კი, გადაეცემა გარნ-პრი, ბიზნესის ეროვნული ჯილდო, ხელნაკეთი და ექსკლუზიური კომპოზიცია „ბოლნური ჯვარი“, რომელიც დამზადებული ძვირფასი ლითონებისგან: ოქრო (31,5გრ) ვერცხლი (12გრამი), ბრილიანტი (1 ცალი), ლურჯი საფირონი (1ცალი), ფირუზი (4 ცალი), ცირკონი (2 ცალი), მწვანე ძოწი (2 ცალი). წლების მანძილზე ბიზნეს-რეიტინგში გამარჯვებული კომპანიები და ბიზნესმენები იყვნენ: 1. „TBC ჯგუფი“ – მამუკა ხაზარაძე, 2. „კოკა -კოლა ბოთლერს ჯორჯია“ – თემურ ჭყონია, 3. „ყაზბეგი „- გოგი თოფაძე, 4. „ყაზბეგი კასტელი“ – გოგი თოფაძე“, 5. „GWS“ _ ლევან გაჩეჩილაძე, 6.“ შპს სამგორი 94“ – ავთო წერეთელი, 7. „შპს თბილავიამშენი – პანტიკო თორდია, 8. „TBC ბანკი“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე, 9. „გაერთიანებული ქართული ბანკი“ – ვანო ჩხარტიშვილი, 10. „შპს სამგორი 94“- ავთო წერეთელი, 11. „ჯეოსელი“ – ოსმან თურანი, 12.. „საქართველოს ბანკი“- ირაკლი გილაური, 13. „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ – მაჰირ მამმედოვი, 14. „ვისოლ ჯგუფი“ – სოსო ფხაკაძე, 15. „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯია“ – დავით ზუბიტაშვილი.
საუკეთესო კომპანიებისა და ბიზნესმენების გამოვლენაში დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომიკური პროფილის უწყებათა ხელმძღვანელები, ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტები, კონსალტინგური კომპანიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, სოციოლოგიური კვლევების სამსახურები ღებულობენ მონაწილეობას. კვლევა ტარდება ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ სიაზე დაყრდნობით, რომელთაც საქართველოს ბიუჯეტში 1 000 000 (ერთი მილიონი დოლარის ექვივალენტი ლარში) და მეტი შეაქვთ. კომპეტენტურმა ჟიურიმ კი, მათგან საუკეთესოთა შორის საუკეთესონი გამოავლინა. კომპანიების შეფასების კრიტერიუმებია: მეწარმეთა ინტერესების დაცვა, საზოგადოებრივი იმიჯი, ქველმოქმედება/მეცენატობა, სარეკლამო კამპანიის ეფექტურობა, ახალი სამუშაო ადგილები, საქმიანობის სტაბილურობა, სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობა, კომპანიის ზრდა/წარმატებულობა, აღიარება საზღვარგარეთ, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეფექტური მარკეტინგი, ფინანსური გამჭვირვალეობა, საინვესტიციო მიმზიდველობა. ინოვაციური პროექტები, გუნდის პროფესიონალიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, მუდმივი პროგრესი და ახალი ტექნოლოგიები, ხარისხის გარანტი. ტრადიციულად ბიზნეს – რეიტინგის საზეიმო გალა-ვახშამს საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ბიზნესმენები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ინტელიგენციის, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი და უცხოური მასმედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები