გიორგი გახარია იაპონიის ელჩს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში იაპონიის ელჩს – ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა იაპონიის ელჩს სამინისტროს განვითარების მისეული ხედვა და საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის და საზღვრის მართვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები გააცნო. გიორგი გახარია ტადაჰარუ უეჰარას სამინისტროს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობების გაზრდის მიზნით დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებებზეც ესაუბრა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა იაპონიის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციური განვითარების და შესაძლებლობების გაზრდის კუთხით.

გიორგი გახარიამ, ასევე, ყურადღება გაამახვილა სანაპირო დაცვის მიმართულებით უმსხვილეს იაპონურ კომპანიასთან – Nippon-თან ურთიერთობაზე და თანამშრომლობის განვითარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები