დიდველის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გაიხსნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გახსნა.
ზამთრის სეზონზე ბაკურიანში ჩასული დამსვენებელი ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის „ნოდოს“ 2000 მეტრიანი სათხილამურო გზით ისარგებლებს. მთელი სეზონის მანძილზე დიდველის ტრასებს, საჭიროების შემთხვევაში, 34 თოვლის საფრქვევი აპარატი გაათოვლიანებს.
დიდველზე 4 საბაგიროა: გონდოლას ტიპის, სკამებიანი (ბაბლი), ბიგელი და ფუნიკულიორი. ბაკურიანში 14 კმ. 7 სათხილამურო გზა ყველა ტიპის მოთხილამურის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
დღის მანძილზე დიდველის საბაგირო ყოველდღე, 10:00-17:00 სთ-მდე იმუშავებს. ღამე სრიალის მოყვარულებს დიდველზე სრიალი ღამეც შეეძლებათ ტრასებზე დამონტაჟებულია მაღალტექნოლოგიური ფერადი „ლედ განათებები“.
ზამთრის კურორტზე სასრიალო გზების უსაფრთხოებას სამთო პატრული უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები