ლევან დავითაშვილი ახალი ზელანდიის ელჩს, მერი თურსტონს შეხვდა 

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ახალი ზელანდიის ელჩს საქართველოში (რეზიდენციით ქალაქი ვარშავა) მერი თურსტონს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოს აგრარული პოტენციალის შესახებ და აგრარული პროდუქციის ექსპორტის ზრდისთვის ბაზრების  დივერსიფიცირების მნიშვნელობის საკითხზე ისაუბრა.

მხარეებმა ახალ ზელანდიაში ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (მათ შორის, ღვინო, თხილი, კივი) ექსპორტის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

ლევან დავითაშვილმა ახალი ზელანდიის ელჩს ის პროექტები გააცნო, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დარგის სწრაფი და ეფექტიანი განვითარებისთვის ახორციელებს. პროექტის მიზანი აგრობიზნესის სტიმულირება და ადგილობრივი წარმოების ზრდაა.

შეხვედრაზე მერი თურსტონმა საქართველოსთან აგრარული მიმართულებით სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებისა და ქვეყნებში არსებული გამოცდილების გაზიარების კუთხით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები