„ენერგო-პრო ჯორჯია“ ქუთაისში ახალი საკაბელო ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას განაგრძობს. კომპანია ქუთაისში ახალი მიწისქვეშა საკაბელო ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გელათისა და გაპონოვის ქუჩებზე აბონენტების ენერგომომარაგება.

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური სამუშაოებს ამ დროისთვისაც აწარმოებს, უკვე დასრულებულია მაღალი ძაბვის კაბელის მონტაჟი გაპონოვის ქუჩაზე და მიმდინარეობს შესაბამისი ქსელის ინფრასტრუქტურის მოწყობა. გელათის ქუჩაზე სამუშაოები ახალ წლამდე დასრულდება.

ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები