ლონდონში, ფეხით მოსიარულე ქალბატონს, 4 ავტომობილი დაეჯახა

სამხრეთ ლონდონში ინციდენტი მოხდა, ფეხით მოსიარულე ქალბატონს 2 მსუბუქი ავტომობილი და 2 სატვირთო მანქანა დაეჯახა. ოთხივე მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებს მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა 6:50 წუთზე შეატყობინეს.
ფეხით მოსიარულე ქალბატონი 7:20 წუთზე გარდაიცვალა, მისი იდენტიფიკაცია ჯერ არ მომხდარა.
საავტომობილო გზებისა და სატრანსპორტო პოლიციის თანამშრომლები საქმეს შეჯახებისა და მიმალვის ბრალდებით იძიებენ.
„მე მივმართავ ყველას, დაგვიკავშირდნენ სასწრაფოდ, ვისაც მომხდართან დაკავშირებით, რამე ინფორმაცია გააჩნია“ _ განაცხადა პოლიციის თანამშრომელმა ალსტეირ მიდლტონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები