პაატა ბურჭულაძე 8 იანვარს სასამართლოში გამოიკითხება

ფონდ იავნანას და პაატა ბურჭულაძის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძე 8 იანვარს სასამართლოში გამოიკითხება.
მისი თქმით, ბურჭულაძემ ეს თავად მოითხოვა, რადგან მას აქვს კანონით მინიჭებული უფლება, სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვოს.
ადვოკატის განცხადებით, გარდა იმისა, რომ პაატა ბურჭულაძეს კავშირი არ ჰქონია ფონდის საქმიანობასთან, ფონდის საქმიანაობაშიც დანაშაულის დარღვევის ნიშნები არ იკვეთება.
„ბატონმა პაატამ უკვე გამოთქვა საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობის სურვილი, ოღონდ მან ეს, სასამართლოში ამჯობინა. ამის თაობაზე ინფორმირებულია გამომძიებელი. ბატონი პაატა, ამჟამად, თავისი საკონცერტო საქმიანობიდან გამომდინარე, ევროპაში იმყოფება, 8 იანვარს სასამართლოში მივა და გამოიკითხება. თუ გამომძიებელი სასამართლოსთან შეათანხმებს. ფონდიდან, ამ ეტაპზე, დაკითხვაზე არავინაა დაბარებული, რადგან ფონდის წარმომადგენელთა ნაწილი უკვე დაკითხულია. თვითონ ის გარემობა, რომ გამოძიება დაწყებულია ერთ-ერთი, თითქოსდა, არასამთავრობო ორგანიზაციის საჩივრის საფუძველზე, მაშინ, როცა ამ ორგანიზაციას არაფერი აკავშირებს ფონდთან და, თითქოსდა, ტელევიზიაში ნანახი სიუჟეტის საფუძველზე მომზადდა საჩივარი, თუ განცხადება და პროკურატურა დაუსაბუთებელ საჩივარზე დაყრდნობით იწყებს გამოძიებას, _ უკვე დიდ ეჭვებს ბადებს. დანარჩენს გვიჩვენებს გამოძიება. ერთი შემიძლია ვთქვა, არათუ დანაშაული, დარღვევის ნიშნებიც კი არ იკვეთება არსად. ბატონ პაატას რომ არ ჰქონია ფონდის საქმიანობასთან კავშირი, ისეც ცხადია“, – განუცხადა „პირველს” სოსო ბარათაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები