არჩილ თალაკვაძე: საქართველოს პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით უკრაინის შესაბამის უწყებებთან მოთხოვნა აქვს გადაგზავნილი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლოდან გათავისუფლების საკითხს ეხმაურება.
„ეს არის უკრაინის შიდაპოლიტიკური საკითხი და შეფასებებიც უკრაინელმა პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ. რაც შეეხება სამართლებრივ საკითხს, სამართლებრივი საკითხები, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს, არის უკრაინისა და საქართველოს პროკურატურებს შორის თანამშრომლობის თემა. ამაზე ოფიციალური კომუნიკაცია არსებობდა. სისხლის სამართლებრივი საქმეები არსებობს და შესაბამისი მოთხოვნა საქართველოს პროკურატურას აქვს გადაგზავნილი უკრაინის შესაბამის უწყებებთან”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სასამართლოდან გუშინ გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები