ბინაში,სადაც გარდაცვლილი დედა-შვილი იპოვეს ბუნებრივი აირი შეყვანილი არ ყოფილა

გორში, ჭალის დასახლებაში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში, სადაც დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს,  ბუნებრივი აირი საერთოდ არ ყოფილა შეყვანილი.

მეზობლების ინფორმაციით, გოგონა თავს შეუძლოდ გუშინაც გრძნობდა, რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

მეზობლები ასევე აცხადებენ, რომ დაახლოებით თვენახევრის წინ, ამავე ბინაში  ოჯახის უფროსიც გარდაიცვალა.

გარდაცვლილთა  ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, სადარბაზოში მცხოვრები სხვა მობინადრის ბინიდან საკვამურის მეშვეობით გარდაცვლილთა ბინაში ბუნებრივი აირი ან ბუნებრივი აირის ნამწვი ჟონავდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედა-შვილის გარდაცვალება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები