დეპუტატის თქმით, თითოეული ძველი უბნის რეაბილიტაცია მთელი ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება

კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატის ბექა ოდიშარიას, განცხადებით, ძველი თბილისი ეს არის ადგილი, სადაც განხორციელებული თითოეული თეთრი მყისიერად აისახება მთელი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.
აღნიშნული განცხადება ოდიშარიამ, ორბელიანიას და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციის შეფასებისას გააკეთა.
“ახლო წარსულმა გვაჩვენა, რომ ასეთი სამუშაობის გამართვამ ძველ თბილისში მილიონობით ვიზიტორის შემოსვლას დაუდო საფუძველი… ამ ადგილის, ისევე როგორც, გუდიაშვილის მოედნის და მერის წინასაარჩევნო კამპანიისას დაანონსებული სხვა ისტორიული ქუჩების ხარისხიანად აღდგენა, არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელი საქმე, რომელიც შეიძლება ქალაქის თავმა გასწიოს. ეს არის გზავნილი მომავალში, რომლითაც კულტურულ და მატერიალურ ბენეფიტებს მიიღებენ ჩვენი მომდევნო თაობები. წარმატებებს ვუსურვებ ამ გზაზე მდგომ კახა კალაძეს. მჯერა, თბილისი იქნება ძველისა და ახლის გემოვნებით შერწყმის წარმატებული მაგალითი მთელს რეგიონში”, – აცხადებს ბექა ოდიშარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები