რეაბილიტირებული ორბელიანის მოედანი – 2000 ახალი სამუშაო ადგილი და ახალ ტურისტული მარშრუტები (ვიდეო)

”არქი ჯგუფის” დამფუძნებელ ილია წულაიას განცხადებით, ერთი თვის წინანდელი საარჩევნო დაპირებები თბილისის მერმა კახა კალაძემ ერთ თვეში რეალობად აქცია.
აღნიშნული განცხადება წულაიამ ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაციის პროექტის შეფასებისას გააკეთა, რომელზეც მერიამ 46 მილიონი ლარი გამოყო.
“იმთავითვე ჩანდა, რომ კახა კალაძის პროგრამა არ იყო მხოლოდ სიტყვები და მის უკან ამბიციური, მაგრამ კარგად გააზრებული გეგმები იდგა. გრიგოლ ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია სულ რაღაც 1 თვის წინ საარჩევნო დაპირება იყო, დღეს კი დაწყებული პროექტია, რომელიც თბილისს კიდევ ერთ მიმზიდველ უბანს, 2000 ახალ სამუშაო ადგილს და ახალ ტურისტულ მარშრუტს მოუტანს”, – აცხადებს ბიზნესმენი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები