ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი აღარ არის აქტუალური ქართულ პოლიტიკაში

„ჩვენ არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს ამ საკითხთან იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ჩვენი წყალობით, მიხეილ სააკაშვილი აღარ არის აქტუალური ქართულ პოლიტიკაში”,- ასე უპასუხა  პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს არის სამართლებრივი საკითხი.

„არავითარ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება არ უნდა იყოს და არც გახდება პოლიტიკური შეთანხმების საგანი. ეს არის სამართლებრივი საკითხი ჩვენთვის და შესაბამისად, სამართლებრივ ჭრილში განიხილება. ეს არის ჩვენი მიდგომა, ჩვენ არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს ამ საკითხთან იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ჩვენი წყალობით, მადლობა ღმერთს, მიხეილ სააკაშვილი აღარ არის აქტუალური ქართულ პოლიტიკაში. არანაირი ინტერესი ჩვენ არ გვაქვს, შესაბამისად, ეს საკითხი სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაწყდეს”,- განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები