ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია კომპრომისშიც კი არ მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ოპოზიციაში კონსესუსის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაა.
აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციის პოლიტიკური კულტურა წლების განმავლობაში დაიხვეწება.
„არის ოთხი რეკომენდაცია, რომელიც შემოთავაზებულია ვენეციის კომისიის მხრიდან და არსებითად, ამ ცვლილებების ასახვას ემსახურება ჩვენი კანონპროექტი. ჩვენთვის ზოგადად გაუგებარია ის, რომ ოპოზიცია ემიჯნება ამ პროცესს, ეს არის ის საკითხები, რასაც ისინი თავად ითხოვდნენ. ხომ არის ბონუსი, ბლოკები და ასე შემდეგ, ეს არის მათ ინტერესებში. მე პირადად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ მგონია მიზანშეწონილი ბლოკების შენარჩუნება, ბონუსის გაუქმება, თუმცა, არის პოლიტიკური კომპრომისი და ამ კომპრომისშიც კი არ მონაწილეობს ოპოზიცია. იგივე ვნახეთ ომბუდსმენთან დაკავშირებით – შევთანხმდით აბსოლუტურად ყველა: საპარლამენტო უმრავლესობა, არასამთავრობო სექტორი, დიპლომატები იყვნენ უაღრესად კმაყოფილები კანდიდატთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებით, თუმცა, ამის მიუხედავად, ოპოზიციამ არც ამ კანდიდატს დაუჭირა მხარი. ეს რეალურად იმას აჩვენებს, რომ ოპოზიციაში კონსესუსის მიმართ არის უარყოფითი დამოკიდებულება, რაც ბუნებრივია, მიუთითებს შესაბამისი პოლიტიკური პარტიების განვითარების არცთუ მაღალ დონეზე. იმედი გვაქვს, რომ წლების განმავლობაში მათი პოლიტიკური კულტურა არსებითად დაიხვეწება”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები