“ვხედავდით, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი წარიმართა პოლიტიკური ისტერიკის ფონზე, ისტერიკის გაგრძელება ნამდვილად არ იყო მიზანშეწონილი”

ბოლო ერთი თვის განმავლობაში პირველად მოგვეცა საშუალება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები აკადემიურად განხილულიყო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ახალმიღებულ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა.
„ჩვენ ვხედავდით, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი წარიმართა პოლიტიკური ისტერიკის ფონზე, რომელიც, სამწუხაროდ, იყო ინიცირებული იმ თანამდებობის პირის მხრიდან, რომელსაც ევალება ქვეყანაში კონსტიტუციის გარანტის როლის შესრულება.
ამ პოლიტიური ისტერიკის გაგრძელება ნამდვილად არ იყო მიზანშეწონილი. ჩვენ რომ ვსაუბრობთ ახლა გარკვეულ საკითხებზე, რომლებიც დამატებით არის გაზიარებული, პირველად მოგვეცა ზუსტად ამ ერთი თვის განმავლობაში აკადემიურად რაღაც საკითხებზე თავისუფალად მსჯელობის საშუალება. რისი საშუალებაც არ მოგვეცა იმ ორგანიზებული პოლიტიკური ისტერიკის ფონზე, რომელიც იყო ჩამოყალიბებული ექვსი თვის განმავლობაში. ამ პოლიტიკური ისტერიკის კიდევ ექვსი თვით გაგრძელება ნამდვილად არ იყო მიზანშეწონილი. ასეთ ზიანს ჩვენს ქვეყანას და ჩვენი პოლიტიკური სისტემის იმიჯს ვერ მივაყენებდით”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები