აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე: ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე ბუნებრივი აირი აფეთქდა

“ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე ბუნებრივი აირი აფეთქდა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გიორგი მესხმა განუცხადა.

”ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები და ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. დამატებით დეტალებს გამოძიების შემდეგ მოგახსენებთ”, – აცხადებს გიორგი მესხი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაზის მოხმარების წესების დარღვევას გულისხმობს.

ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, დაზარალებულია დაახლოებით 9 ოჯახი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები