ნახალოვკაში, კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა – (ფოტო – ვიდეო)

ნახალოვკაში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე, კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მეორე სართულსა და სახლის სახურავს მოედო.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია 8 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, სულ 40 მეხანძრე-მაშველი, შესაბამისი ტექნიკით. მათივე ცნობით, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.

არსებული ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 200 კვადრატული მეტრი ფართობი.

„კვირას“ ინფორმაციით, სახლში დედა-შვილი ცხოვრობდა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები