„ადვოკატთა ასოციაციის“ არჩევნების მეორე ტურის საკითხი, სავარაუდოდ, დღეს გადაწყდება

„ადვოკატთა ასოციაციის“ არჩევნების მეორე ტურის საკითხი, სავარაუდოდ, დღეს გადაწყდება. შესაბამისი განცხადება „ადვოკატთა ასოციაციის“ არჩევნებზე ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ, ივანე პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა. ივანე პეტრიაშვილმა ხმის დათვლის პროცესის გაჭიანურების მიზეზად პროცედურაში არსებული ხარვეზი დაასახელა.

„რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ შეიძლება დადგეს მეორე ტურის აუცილებლობა, საქმე მდგომარეობს იმაში, რომ წესდებაში წერია: ხმათა რაოდენობა ითვლება დამსწრეთა რაოდენობის უმრავლესობის შესაბამისად. პროცედურაში ზუსტად არ იყო გაწერილი, რა იგულისხმება დამსწრეში. შესაძლებელი იყო ამ ტერმინის მრავალმხრივ გაგება. საბოლოო ჯამში, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილებად ის, რაც მოგახსენეთ. საბოლოო შედეგები იქნება შემაჯამებელ ოქმში, სავარაუდოდ, დღეს და მათ შორის, მეორე ტურთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, დღესვე იქნება საუბარი“, – განაცხადა ივანე პეტრიაშვილმა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში დავით ასათიანმა 1128 ხმა მიიღო. დავით ასათიანის შემდეგ, ხმების რაოდენობით ლევან ჯანაშია მოდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები