“ქართუს” წარმომადგენლებმა „რუსთავი 2“-თან აქცია გამართეს

   ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ცენტრალურ ოფისთან ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული სიუჟეტი გააპროტესტეს. როგორც საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებენ, რეპორტაჟში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მათ ამ თემაზე ბრიფინგი 2 დღის წინაც გამართეს.
ფონდი „ქართუ” ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. ფონდის გამგეობის თავმჯდომარის ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, „ქართუს” მიერ შექმნილი აგროცენტრი თავისი უძრავ-მოძრავი ქონებით “ქართუმ” სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა, “რუსთავი 2”-მა კი აგროპროექტი ბიძინა ივანიშვილის პირად ახირებად წარმოაჩინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები