“საახალწლო გალა-კონცერტები გლდანში, ვარკეთილსა და ევროპის მოედანზე გაიმართება”

წინასაახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, მანანა თოქმაჯიშვილის განცხადებით, საახალწლო გალა-კონცერტები გლდანში, ვარკეთილსა და ევროპის მოედანზე გაიმართება. მისივე თქმით, საახალწლო სცენები ცოცხალი ნაძვის ხეებით გაფორმდება.

“საახალწლო გალა კონცერტები გაიმართება გლდანში, ვარკეთილსა და ევროპის მოედანზე. საახალწლო სცენები გაფორმდება ცოცხალი ნაძვის ხეებით (ქოთნებით), რომლებიც მერე გადაირგვება”,- განაცხადა თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მანანა თოქმაჯიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები