თბილისში, მაღაზია “ბელისსაში” “ლექსუსის” მარკის ავტომობილი შევარდა (ფოტო)

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დიღომში. აღმაშენებლის ხეივანში, ავეჯის მაღაზია “ბელისსაში” “ლექსუსის” მარკის ავტომობილი შევარდა.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.
უწყების ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით დაჯარიმდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები