მიხეილ ჩხენკელი: სკოლებში მოსწავლეების ჩანთების შემოწმება პიროტექნიკის საკითხს უკავშირდება

“სკოლებში მოსწავლეების ჩანთების შემოწმება პიროტექნიკის საკითხს უკავშირდება”, – ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მსგავსი ფაქტი შარშანაც მოხდა, ეს ჩვეულებრივი პროცედურაა.

“ეს დაკავშირებულია საახალწლო პიროტექნიკასთან. ხდება შემოწმება, რომ მოსწავლეებმა საახალწლო პიროტექნიკა არ შეიტანონ სკოლაში. ეს ხდებოდა შარშან და ხდება წელს. ჩვეულებრივი პროცედურაა”, – განაცხადა ჩხენკელმა .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები