ჯანელიძე ტილერსონის განცხადებაზე: ბოლო დღეების განმავლობაში საერთაშორისო თანამეგობრობამ მოისმინა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის მხრიდან, ნატო-სა და ეუთო-ს მინისტერიალებზე საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-სთან საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა.

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა. აშშ არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი და ამ ორი დღის განმალობაში მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ მოისმინა ამერიკის ძალიან მტკიცე პოზიცია საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. ეს არის შედეგი საქართველოს მთავრობის აქტიური მუშაობის აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, კონსულტაციები იმართება ინტენსიურად ყველა მაღალ ფორმატებში, მათ შორის, შესაბამის მინისტრებს შორის. ეს წელი არის განსაკუთრებული საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში, რომლის ფარგლებში, გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი”, – განაცხადა ჯანელიძემ.

ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა ორგანიზაციაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან. რის შემდეგაც რექს ტილერსნმა კიდევ ერთხელ გააკეთა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები