გიორგი ჩერქეზიშვილი: ტექნიკური დათვალიერების კომპონენტში ადმინისტრაციული ჯარიმები ძვირდება

ტექნიკური დათვალიერების კომპონენტში, ადმინისტრაციული ჯარიმები ძვირდება. როგორც ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა განაცხადა, ფიზიკური პირი 10 ლარის ნაცვლად 50 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარით დაჯარიმდება.
“ადრე ჯარიმა იყო 10 ლარი და დღეს ადმინისტრაციული ნაწილი იქნება გამკაცრებული. ფიზიკურ პირს 10 ლარის ნაცვლად 50 ლარი, ხოლო იურიდიულ პირებს 100 ლარის ნაცვლად 200 ლარი დაეკისრება. 50-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება იმ მძღოლსაც, რომელიც მართავს აღნიშნულ ავტომობილს”, – განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები