ირაკლი კობახიძე შვედეთის სამეფოს ევროპულ საქმეთა მინისტრის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

0

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შვედეთის სამეფოს ევროპულ საქმეთა მინისტრის სახელმწიფო მდივანს,  ოსკარ სტენსტრომს შეხვდა.
საუბრის ძირითადი თემა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყო. მხარეებმა ამ პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრეს და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. ოსკარ სტენსტრომის განცხადებით, შვედეთი საქართველოს დასავლური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია და გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის დახმარებას დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება.
საუბარი ასევე, შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გააქტიურებას.
შვედეთის სამეფოს ევროპულ საქმეთა მინისტრის სახელმწიფო მდივანმა ქართულ მხარეს შვედეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.

კომენტარები

კომენტარი