მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, ეუთო-ს გენერალურ მდივან ტომას გრემინგერთან შეხვედრა გამართა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის ორმხრივ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი შეხვედრა ეუთო-ს ახალ გენერალურ მდივანთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეუთო-სთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს. კიდევ ერთხელ აღინიშნა ორგანიზაციის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის აქტუალობა, ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ეუთო-ს როლის  მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, ორგანიზაციის აქტიურ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გენერალურ მდივანს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, ყურადღება გაამახვილა ბოლო განვითარებებზე, განსაკუთრებით ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, რაც მიმართულია საქართველოს რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ.

საუბარი შეეხო ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მხრივ არსებულ რთულ ვითარებას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ეუთო-ს გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე და ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მნიშვნელობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები