რექს ტილერსონი: აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში წევრობას

„აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში წევრობას”, – ამერიკის სახელმწიფო მდივნის მორიგი მხარდამჭერი განცხადება საქართველოზე, რომელიც რექს ტილერსონმა ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ხანმოკლე შეხვედრის შემდგომ გააკეთა.
„აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში წევრობას, მოუთმენლად ველით ყველა იმ ნაბიჯის გადადგმას, რომელიც საჭიროა გაწევრიანებისთვის” – განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.
ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წვერებმა ეუთო-ს 24-ე მინისტერიალის ფარგლებში, ხანმოკლე შეხვედრა გამართეს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები