სოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მონაწილეობს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ვენაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა, სადაც საერთაშორისო დღის წესრიგი, წევრი ქვეყნების პოლიტიკური კავშირები და უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საკითხები განიხლებოდა.

„ბიუროს წევრის სტატუსით, პირველად ვმონაწილეობ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომის მუშაობაში, სადაც ყურადღება გავამახვილე ეუთო-ს სივრცეში არსებულ კონფლიქტებზე და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში მის როლზე. სხდომაზე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ საქართველოს ოკუირებული ტერიტორიების საკითხი მუდმივად აქტიურად უნდა იდგეს საერთაშორისო დღის წესრიგში”,- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ვიზიტის ფარგლებში, სოფიო ქაცარავა ავსტრიის პარლამეტის ახლდაარჩეულ თავმჯდომარეს ელიზაბეტ კოსტინგერს შეხვდა, სადაც საპარლამენტო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და კავშირების უფრო მეტად გამყარებაზე ისაუბრეს.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიორგი წერეთელი მინისტერიალის საბჭოს მუშაობაში მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები