“თბილისში საახალწლო განათებებს ის კომპანია დაამონტაჟებს, რომელმაც შარშან ლონდონი მორთო”

“თბილისში ახალი საახალწლო განათებები იმ კომპანიამ დაამონტაჟა, რომელმაც გასულ წელს ლონდონი მორთო და ამისთვის მათ მიიღეს აღიარება, რომ საუკეთესოდ იყო ინგლისის დედაქალაქი მორთული”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მას აქვს იმის ამბიცია, რომ თბილისი იყოს ყველაზე ლამაზი, ყველაზე განათებული მსოფლიო ქალაქებს შორის.
“მომდევნო წლებში უფრო მეტი იქნება გაკეთებული, რომ საახალწლო განათებები უფრო ეფექტური და ლამაზი იყოს. ჩვენი დედაქალაქი ყოველთვის იქნება იმ ქალაქებს შორის, რომელიც არის საუკეთესო. ჩვენ არავის არ ჩამოვუვარდებით. მე მაქვს იმის ამბიცია, რომ ჩემი დედაქალაქი იყოს ყველაზე ლამაზი, ყველაზე განათებული მსოფლიო ქალაქებს შორის.
კომპანია, რომელთანაც 620 000 ევროს ღირებულების ხელშეკრულება გავაფორმეთ, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, გასულ წელს ამ კომპანიის მიერ იქნა მორთული ლონდონი საახალწლოდ და მათ მიიღეს აღიარება, რომ საუკეთესოდ იყო ინგლისის დედაქალაქი მორთული”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები