ავტომანქანებზე საჭის გადატანა აიკრძალება

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დაწყების ეტაპიდან, საჭის გადატანა აიკრძალება. რაც შეეხება უკვე საჭეგადატანილ ავტომობილებს, ასეთი ავტომობილებიც ისევე გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას, როგორც სხვა ნებისმიერი, თუ ისინი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს დააკმაყოფილებენ, არანაირი სირთულე არ შეექმნებათ.
ამასთან, მარჯვენასაჭიან ავტომობილებს მოუწევთ მხოლოდ მაშუქი ფარების დახრილობისა და სინათლის ნაკადის მიმართულების ცვლილება.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, მიდგომა ყველასთვის ერთნაირია – მთავარია, ავტომობილმა ტექნიკური მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ელი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო ავტომობილებს (3,5ტ. ზემოთ) შეეხება; 2018 წლის 1-ელი ივლისიდან – იურიდიული პირებისა და სახელმწიფო უწყებების საკუთრებაში არსებული ავტომობილებს; 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან – დიდი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილებს (3.0 ძრავით და ზემოთ), ხოლო 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ინსპექტირებას გაივლის საქართველოს დანარჩენი ავტოპარკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები