გია ვოლსკი: კიევში დაიძაბება ვითარება, მიშა ამის ოსტატია

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ კიევში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას განაცხადა, რომ იქ ვითარება დაიძაბება.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი იმის ოსტატია, როგორ დაძაბოს და შექმნას გარემოებები, რომელიც არც უკრაინელ ხალხს აწყობს და არც რეგიონალური უსაფრთხოების ინტერესებს პასუხობს.
როგორც მან აღნიშნა, იმ პროცესების გაგრძელება, რაც კიევში მიმდინარეობს, უკრაინას დააზარალებს.
„კიევში დაიძაბება ვითარება. მიშა ამის ოსტატია, როგორ დაძაბოს და როგორ შექმნას გარემოებები, რომელიც არც უკრაინელ ხალხს აწყობს და არც რეგიონალური უსაფრთხოების ინტერესებს პასუხობს.
უკრაინის ხელისუფლების შეფასებას არ ვაპირებთ, მაგრამ კანონთან შესაბამისობისკენ მოწოდება, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის განცხადებებში ამოვიკითხეთ, არის დასაცავი და კანონის შესაბამისად უნდა იმოქმედოს უკრაინის ხელისუფლებამ. დანარჩენთან დაკავშირებით, გავაკეთეთ განცხადება და ვფიქრობ, სწორი შეფასებაა, რომ ვითარების ასე გაგრძელება სერიოზულ დარტყმას მიაყენებს უკრაინას პოლიტიკურადაც, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისითაც,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები