„მოსკოვთან მოლაპარაკება აუცილებელია“ – იენს სტოლტენბერგი
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთთან მიმართებაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრმა ქვეყნებმა „დიალოგის და დაცვის“ კონცეფცია გამოიყენეს, რაც ეფექტური აღმოჩნდა.
გარდა ამისა, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ აუცილებელია მოსკოვთან მოლაპარაკება და პარალელურად, _ აღმოსავლეთ საზღვარზე შეიარაღებული ძალების გაზრდა, მაგალითად, ბალტიასა და პოლონეთში. მან ისაუბრა თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზეც.
სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ 2016 წლიდან რუსეთთან მოლაპარაკებები კომპლექსურ და მგრძნობიარე საკითხებზე მიმდინარეობდა.