ნუკრი ქანთარია: სააკაშვილი დაფინანსებას რუსული ძალებისგან იღებს

საქართველოს პარლამენტის წევრის ნუკრი ქანთარიას განცხადებით, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან წამოსულმა ბოლო დროინდელმა მოვლენებმა აჩვენა, რომ სააკაშვილი დაფინანსებას რუსული ძალებისგან იღებს.

„პირველთან“ ქანთარიამ აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობამ რაც გააკეთა, იმის შედეგებს იმკის.
„საქმეა აღძრული და ყველაზე მთავარი ისაა, რომ სააკაშვილი დაფინანსებას, როგორც ჩანს, რუსეთის ძალებიდან იღებს. ამის დამტკიცება, რა თქმა უნდა, სასამართლოს პრეროგატივაა, მაგრამ ის ფაქტი, რომ სააკაშვილი ბოლო ხანში, როგორც ისჯება, რუსეთს ხელს აძლევს აშკარაა. ჟირინოვსკის ნათქვამიც მიშიკოსგან ხელები შორსო, მგონი ამ ფორმატში შეგვიძლია განვიხილოთ. დანარჩენი პროცესი კი აჩვენებს, რომ მთავარი შეცდომა მაინც ის იყო, რომ უკრაინამ მეგობარი ქვეყნის ძებნილი ჯერ მრჩევლად, შემდეგ კი გუბერნატორად დანიშნა და აი, ახლა ამ ყველაფრის შედეგებს იმკის“, – განაცხადა ქანთარიამ.
უკრაინის გენერალური პროკურატურა ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს ბრალს სამი მუხლით უყენებს. ამის შესახებ გენპროკურორის პრესმდივანმა ლარისა სარგანმა განაცხადა. სააკაშვილს ბრალი შემდეგი მუხლებით წაუყენეს: „თავდასხმა“, „დანაშაულის ჩადენა ჯგუფურად“ და „დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევა და მისი დანაშაულის დაფარვა“, – წერს სარგანი ტვიტერზე.

სააკაშვილის ძებნა უკრაინის ეროვნული პოლიციის ოპერატიულ ქვედანაყოფებსა და უშიშროების სამსახურს დაევალა, – აცხადებს ლარისა სარგანი.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სააკაშვილზე ძებნა გუშინ გამოაცხადა. საქართველოს ექსპრეზიდენტის ადვოკატმა დღეს განაცხადა, რომ სააკაშვილი დაკითხვაზე არ მივა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები