“თუ სააკაშვილი მოახერხებს მეიდნის მსგავსი კრიზისის შექმნას, კიევის პროცესები უკრაინის ტერიტორიის დე იურე დაშლით დასრულდება”

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი მიიჩნევს, რომ თუკი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მეიდნის მსგავსი კრიზისის შექმნას მოახერხებს, კიევში განვითარებული პროცესები საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზეც უარყოფითად აისახება.

როგორც ბოძაშვილი აცხადებს, აღნიშნულმა შესაძლოა საქართველოს ევროპული პერსპექტივის გადავადება გამოიწვიოს.

“თუ სააკაშვილი მოახერხებს მეიდნის მსგავსი კრიზისის შექმნას, კიევში მიმდინარე პროცესები აუცილებლად დასრულდება უკრაინის ტერიტორიის დე იურე დაშლით. ეს კი, თავის მხრივ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს განუსაზღვრელად დააყოვნებს, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ჩვენს ევროპულ პერსპექტივას გადადებს კიდევ უფრო დიდი ხნით. მოგეხსენებათ, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა +“ სამ ქვეყანაზე სულ ახლახანს გავრცელდა და ამ სქემიდან უკრაინის ამოვარდნა მთლიანად პოლიტიკაზე იმოქმედებს ნეგატიურად. ამავე დროს, თუ ასე განვითარდა მოვლენები, ეს მთლიანად შეცვლის ევროპის გაფართოების პოლიტიკასდმი მიდგომებს და ევრაზიული უსარფთხოების არქიტექტურასაც“, – აცხადებს ბოძაშვილი.

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის შეფასებით, თავი და თავი პრობლემის არამხოლოდ უკრაინის ხელისუფლების ტოტალური უუნარობაა, არამედ ისიც, რომ არც აშშ-ს, არც ევროკავშირსა და არც რუსეთს არსებული სტატუს-კვო უკრაინაში არ აწყობს.

„შემთხვევითი არაა, რომ სამივე აქტორი მეტ-ნაკლები სითანაბრით იცავს სააკაშვილს. საქმე იმაშია, რომ ამერიკის ფარდობითად შესუსტებული ლიდერობის გამო, რუსეთი ცდილობს ისარგებლოს მომენტით და შეეცდება სრულად აღადგინოს უკრაინაზე გავლენა, რაც მიუღებელია დასავლეთისთვის, თუმცა ტრანსატლანტიკური პარტნიორობის შესუსტების ფონზე, სადაც ევროპა ცდილობს დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმართვას აღმოსავლეთით, ასეთი განვითარების ალბათობა ძალიან იზრდება. ეს კი საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს არ ეთანადება“, – აღნიშნავს ბოძაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები