მიხეილ ჯანელიძემ იენს სტოლტენბერგს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, როგორც ნატოში ინტეგრაციის, ასევე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, “საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე” და გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს პროგრესი ალიანსში ინტეგრაციის გზაზე. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, ისევე, როგორც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.

“ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვან საფუძველს ემყარება, ჩვენ ერთად ვმუშაობთ შავი ზღვისა და რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ამაყები ვართ, რომ წვლილი შეგვაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს კონტრიბუციას. მოხარულნი ვართ, რომ დღეს გვექნება შესაძლებლობა, შევხვდეთ ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში და განვიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხები, ვისაუბროთ ღია კარის პოლიტიკაზე და საქართველოს მისწრაფებებზე”, – განაცხადა ჯანელიძემ.

მიხეილ ჯანელიძის და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის ფარგლებში, ასევე, მიმდინარეობს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელსაც ალიანსის წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები