„სააკაშვილმა თბილისიდან 40 კილომეტრში რუსული ჯარი დააყენა, ვეჭვობ, კიევშიც იმავეს იზამს”

ანალიტიკოსი ნიკა ლალიაშვილი თვლის, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, თავისი ქმედებებით, უკრაინას სავალალო შედეგებამდე მიიყვანს.

როგორც ლალიაშვილმა „კვირასთან“ საუბარში განაცხადა, სააკაშვილის ქმედებებმა, საქართველოს ტერიტორიის 20% დააკარგვინა. ლალიაშვილი ამბობს, რომ იგივე საშიშროება ელის უკრაინასაც.

„მე ვარ იმ ქვეყნის მოქალაქე ვარ, რომელ ქვეყანასაც ტერიტორიის 20% დააკარგვინა სააკაშვილმა და მინდა ვუთხრა ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და ძმებს, რომ ეს ადამიანი არის პროვოკატორი და ადრე თუ გვიან იმას დამართებს უკრაინას, რაც დამართა საქართველოს და ამას იზამს კიდევ უარესი ფორმებით. ყველა ნიშანი სახეზეა. სააკაშვილი უკრაინას კარგს არაფერს დამართებს. თბილისიდან 40 კილომეტრში რუსეთის ჯარები დააყენა და მაქვს დიდი ეჭვი, რომ კიევში “ხრეშჩატნიკზეც” დააყენებს მათ“, – განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები