საპარლამენტო დელეგაცია ეუთოს მინისტერიალის საბჭოს შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიორგი წერეთელი ვენაში 6 დეკემბერს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში და 7-8 დეკემბერს მინისტერიალის საბჭოს მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე, წევრი ქვეყნების დღის წესრიგს, საპარლამენტო ასამბლეის პრინციპებსა და ღირებულებების შესაბამის საკითხებს განიხილავენ.

ეუთოს მინისტერიალი ორგანიზაციის ცენტრალური გადაწყვეტილებებისა და მმართველობის ორგანოს წარმოადგენს. ყოველწლიურ შეკრებაზე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების 57 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები, ეუთოს სივრცეში არსებულ პრობლემებს და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები