სავარაუდოდ, იემენის ექს-პრეზიდენტის ცხედრის ვიდეოკადრები გავრცელდა (ვიდეო)

ინტერნეტში ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც შეიარაღებული პირები, მანქანაში იემენის ექს-პრეზიდენტის ცხედარს, ამბოხებული ჰუსიტების მიერ მოკლულ ალი აბდალა სალეჰს ათავსებენ.
ტელეკომპანია „Al-Arabiya»-ს განცხადებით, ვიდეოკადრები პირველად მეამბოხე იემენელების ტელეარხმა „Al-Masirah“-მ აჩვენა. კადრებში ჩანს, რომ უცნობი შეირაღებული პირები საბანში გახვეულ, კოსტუმში ჩაცმულ მამაკაცის ცხედარს მიათრევენ, რომელიც ალი აბდალა სალეჰს ჰგავს. მამაკაცის თავზე ჭრილობა ჩანს. ცხედარს მანქანაზე ათავსებენ.
სამოქალაქო ომი იემენში 2014 წლიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც ჰუსიტები ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდნენ. მათ პრეზიდენტი აბდ რაბბუ მანსურ ჰადი მეთაურობდა. მათი კონტროლის ქვეშ ქვეყნის არაერთი რეგიონი მოექცა, მათ შორის დედაქალაქიც. იემენის ექს-პრეზიდენტი სალეჰი ჰუსიტების ამბოხებას მხარს უჭერდა, თუმცა, ცოტა ხნის წინ, მოკავშირეებს განუდგა. ბოლო დღეებში საბრძოლო მოქმედებებს 245 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები