დაცვის თანამშრომლებს შორის კონფლიქტი, იარაღის სროლით დასრულდა

სამხრეთ ფლორიდის ერთ-ერთი საწარმოს დაცვის თანამშრომლებს შორის განვითარებული კონფლიქტი, იარაღის სროლით დასრულდა. დაჭრილია დაცვის ერთი თანამშრომელი, რომელიც ჰოლივუდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უცნობია.
ჰოლივუდის პოლიციის ოფიცერმა კრისტინა ლათამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ზუსტი ინფორმაცია არ გააჩნიათ.
დაცვის მეორე თანამშრომლის დაკითხვა ჰოლივუდის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს. დაჭრილის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ 49 წლის ვილნერ დუსის მდგომარეობა კრიტიკულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები