ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ძებნილი ბრალდებულის ადვოკატი არასწრულწლოვანის აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ძებნილი ბრალდებულის ადვოკატი არასწრულწლოვანის აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. თუმცა, მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
„ვინაიდან ბრალდებული არის არასრულწოვანი და კანონმდებლობის თანახმად პროცესი იყო დახურული, მე სხვა კომენტარს ამ საქმეზე ვერ გავაკეთებ. ვითხოვდი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო“, – განაცხადა ადვოკატმა სოფო ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ძებნილი არასრულწლოვანის ოჯახის წევრები გამოძიებას ამ დრომდე არ დაუკითხავს.

როგორც ადვოკატმა სოფო ჯაფარიძემ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, ამ დრომდე დაუდგენელია არასრულწლოვანის ადგილსამყოფელი.
ცნობისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ორივე პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები