გერმანიაში, საშობაო ბაზართან ახლოს, ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს

გერმანიაში, ერთ-ერთ საშობაო მაღაზისთან ახლოს, ბომბი აღმოაჩინეს. თუმცა, სამართალდამცველებმა ტერორიზმის ფაქტი გამორიცხეს და აღნიშნეს, რომ ბომბი კომპანია „DHL“ -ის დასაჟანტაჟებლად იყო განკუთვნილი.
თვითნაკეთი ბომბი ქალაქ პოსტდამში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში იყო გაგზავნილი.
პოლიციის განცხადებით, ასაფეთქებელ ნივთიერებას დეტონატორი არ ჰქონია.
ბრენბურგის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კარლ-ჰეინციმ განაცხადა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები, საშობაო ბაზრისთვის არ იყო განკუთვნილი.
გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა პირებმა, მოსახლეობას მოუწოდა, რომ მსგავსი პაკეტის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ პოლიცია გამოიძახონ.
გასულ წელს გერმანიაში, ბერლინის საშობაო ბაზარზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები