ყალბი დიპლომის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის დამზადება – გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ერთ – ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი დააკავეს.
როგორც “კვირას” საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი ყალბი დიპლომი, რომელიც შემდგომში ერთ – ერთ მოქალაქეზე 2 600 აშშ დოლარად გაასაღა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები