სკოლის მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულის საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯლებს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, სასამართლო დღეს იმსჯლებს.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:30 საათისთვის არის ჩანიშნული.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის ორი მოსწავლე 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთ-ერთი დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანიდან მეორე დღეს. სამართალდამცველებმა შემთხვევა მეორე დღესვე გახსნეს. პოლიციამ ერთი მოზარდი, რომელიც პირველი ექსპერიმენტულის მოსწავლეა, ცხელ კვალზე დააკავა, ხოლო მეორე მოზარდის დაკავების მიზნით, შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები