ხულოს მუნიციპალიტეტში ხანძარი გაჩნდა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეებში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სკოლას და ორ სახლს მოედო.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.
ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მისი სხვა ნაგებობებზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები