პროკურორი: მანდატურების თვალწინ, სკოლის ტერიტორიაზე, რაიმე დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია

პროკურორ ზაზა დათუკიშვილის განცხადებით, მანდატურების თვალწინ, სკოლის ტერიტორიაზე, რაიმე დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. პროკურორის თქმით, მანდატურების თვალწინ რაც მოხდა, ეს იყო უბრალოდ, სიტყვიერი შელაპარაკება, რაც მანდატურებმა განმუხტეს.
„მანდატურებს რაც შეეხებათ, სკოლაში რაიმე ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. მანდატურების თვალწინ რაც მოხდა, ეს იყო უბრალოდ სიტყვიერი შელაპარაკება, რაც განმუხტეს მანდატურებმა. ამის შემდეგ, მანდატურების თვალწინ, სკოლის ტერიტორიაზე, რაიმე დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა დათუკიშვილმა.
მისივე თქმით, დაპირისპირება, რომელსაც ორი მოსწავლის სიცოცხლე შეეწირა, N51-ე სკოლის საპირფარეშოში დაიწყო, როდესაც მეცხრე კლასის 2 მოსწავლეს ექვსი უფროსკლასელი დახვდა, რომელთაგან ერთ-ერთმა მათ პნევმატური იარაღი მიუშვირა, რასაც ამ უკანასკნელთა უკმაყოფილება მოჰყვა, რაც გადაიზარდა სიტყვიერ დაპირისპირებაში.
სკოლაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ერთ-ერთი მეცხრე კლასელი, ვინაიდან შელაპარაკებაში მონაწილე მეორე მხარეს იყვნენ უფროსკლასელები, დაუკავშირდა თავის ნათესავს და დახმარება სთხოვა, რის შემდეგაც უკვე დაახლოებით 14:00 საათზე სკოლასთან შეიკრიბნენ სხვა სკოლის მოსწავლეები, როლებიც დასახმარებლად მივიდნენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურატურამ ქ.თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე ორი არასრულწლოვანი პირი – გ.ბ. და გ.ჯ. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. გ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, ხოლო გ.ჯ. იმავე მუხლით ბრალდებულად დაუსწრებლად იქნა ცნობილი, ვინაიდან იგი ემალება გამოძიებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები