მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება ჩაუტარეს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სპეციალისტებმა ადგილობრივ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება ჩაუტარეს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის მიმდინარე წლის 10 აპრილს გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, წინასწარ შერჩეულ მიზნობრივ ჯგუფებს გეგმის მიხედვით ჩაუტარდებათ გამოკვლევები და გაეწევათ კონსულტაციები, კლინიკის წამყვანი სპეციალისტების მიერ.
აღნიშნული აქცია ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კვლავაც გაგრძელდება, რომლის შესახებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები უწყების ბენეფიციარებს წინასწარ შეატყობინებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები