რა გახდა წყალტუბოში მომხდარი მკვლელობის მიზეზი – „კონფლიქტი მობილური ტელეფონის გამო დაიწყო“

სოფელ ოფშკვითში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი არსებობდა. გარდაცვლილი ბიჭის ბიცოლა ამბობს, რომ კონფლიქტი მობილური ტელეფონის გამო დაიწყო. თეა ჯულაყიძის თქმით, დაკავებულმა მოკლულის ნაცნობს ტელეფონი მოჰპარა. ე.წ.საქმის გარჩევისას, შელაპარაკება მოხდა და 17 წლის ბიჭი გულის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. როგორც ჯულაყიძე ამბობს, გარდაცვლილი სასაფლაოს ჭიშკართან დატოვეს და ის გამვლელმა აღმოაჩინა.
ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი დედისერთა იყო და დედა თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდა. შვილის გარდაცვალების შესახებ მან ამ დრომდე არაფერი იცის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული ი.ტ. დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები