ნინო წილოსანი: 15 მოწმე ბავშვიდან არც ერთი მკვლელს რომ არ ამხელს, ეს ტრაგედია არ არის?!

“15 მოწმე ბავშვიდან არც ერთი მკვლელს რომ არ ამხელს, ეს ტრაგედია არ არის?!” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით წერს.
შესაბამის პოსტს ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„15 მოწმე ბავშვიდან არც ერთი მკვლელს რომ არ ამხელს, ეს ტრაგედია არ არის?! საკუთარი ბავშვების მენტალიტეტს მიხედეთ, სანამ სხვისი ჭკუის სწავლებას და ვიშვიშს დაიწყებთ“, -წერს წილოსანი.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ვერც მისი გადარჩენა მოხერხდა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები