ირაკლი კობახიძე: არის განსაკუთრებული აზრთა სხვადასხვაობა გარემოს დაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სტრუქტურული რეოგანიზაციის ფარგლებში, გარემოს დაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით, განსაკუთრებული აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

„ჩვენ განვიხილავთ საკმაოდ მსხვილ პაკეტს, რომლის გადახედვა საჭიროებს დროს, კონსულტაციებს, აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა განხილვის გადადება. მომდევნო კვირაში ამ საკითხს აუცილებლად დავუბრუნდებით. რა თქმა უნდა, აქტუალურია ისეთი საკითხები, როგორიცაა სამინისტროების შერწყმა. როგორც მოგეხსენებათ, არის განსაკუთრებული აზრთა სხვადასხვაობა გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, ასევე, გარკვეული კითხვები არსებობს დაზვერვის სამსახურზე. ამასთან დაკავშირებით შედგება დამატებითი კონსულტაციები და კონსულტაციების შემდეგ უკვე საპარლამენტო განხილვას დავუბრუნდებით “, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები