გია ვოლსკი: ევა გოცირიძე მაღალი დონის ექსპერტია, სასამართლოს საქმიანობას შესანიშნავად იცნობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ევა გოცირიძე მაღალი დონის ექსპერტია. ვოლსკის თქმით, მასზე არასწორი წარმოდგენის შექმნა ხდება.

„საკონსტიტუციო სასამართლოს დაქვემდებარებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ან ახალი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომ ლაპარაკობს, ეს საერთოდ ყველა საზღვარს სცილდება. რაც შეეხება ევა გოცირიძეს, ეტყობა არ იცნობენ მის ნაშრომებს, არც პოზიციას, არც საქმიანობის სტილს და ბიოგრაფას. ევა გოცირიძე არის მაღალი დონის ექსპერტი, სასამართლოს საქმიანობას იცნობს შესანიშნავად, მას კარგად იცნობენ არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. სტრასბურგშიც შესანიშნავი შეფასება მიიღო, მაგრამ იქ ახალი კრიტერიუმების საფუძველზე ვერ დამტკიცდა მთლიანად შემადგენლობა და ამის გამო დაბრუნდა ეს კანდიდატურები. ასე, რომ წარმოდგენა მასზე არ უნდა შეიქმნას აბესაძის, თუ სხვა პირთა განცხადებებით“, -განაცხადა გია ვოლსკიმ.

საკონსტიტუციო მოსამართლის პოსტზე ევა გოცირიძის კანდიდატურას საქართველოს პარლამენტი დღეს უყრის კენჭს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები