საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი 50 და 100 ლარიანი კუპიურების გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის შენახვა – გასაღების ბრალდებით, ორი  პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, იმერეთის რეგიონში,  ყალბი 50 და 100 ლარიანი კუპიურები გაასაღეს.  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  დამატებით ამოღებულია 15 ერთეული  ყალბი 100 ლარიანი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 212 – ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები